Image
Image
Image

ბრაზილიის რთული გამარჯვება

image
  • 123
ბრაზილია 2:0 კოსტა რიკა
მოულოდნელად დაძაბული გამოდგა E ჯგუფის მატჩი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ბრაზილიასა და კოსტა-რიკას შორის. მატჩის წინ ყველა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონების იოლ გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, თუმცა ასე არ მოხდა და ბრაზილიას პირველი გოლის გასატანად 90 წუთი დასჭირდა. პირველ ტაიმში კოსტარიკელებმა დაცვით ტაქტიკას მიმართეს და თითქმის მთელი გუნდით იცავდნენ თავს, ხოლო როგორც კი ბურთს მოიპოვებდნენ, წინ დარჩენილ ერთადერთი ფეხბურთელისკენ აკეთებდნენ გადაცემებს.

უნდა ითქვას, რომ მატჩის პირველ 45 წუთში ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ კოსტარიკელებმა შექმნეს, მაგრამ ბორხესის დარტყმა კარს ასცდა.
Image
მეორე ტაიმში ბრაზილიამ ზეწოლა გააძლიერა და ტემპსაც მოუმატა, მაგრამ მიუხედავად რამდენიმე ხელსაყრელი მომენტისა, გოლი არა და არ გადიოდა.

როდესაც მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, მსაჯმა კოსტა-რიკის კარში პენალტი დანიშნა, თუმცა მალე, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება გააუქმა და ჩათვალა, რომ კოსტარიკელ მცველს წესი არ დაურღვევია.

საბოლოოდ ბრაზილიამ გატანა მაინც შეძლო: როდესაც მსაჯის მიერ დამატებული პირველი წუთი დაიწყო, ხუთგზის ჩემპიონებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და კარის წინ მარტო დარჩენილმა კოუტინიომ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – 1-0. ამის შემდეგ კოსტარიკელები ვა-ბანკზე წავიდნენ, მაგრამ კიდევ ერთი შეტევა მიიღეს და ნეიმარმა ცარიელ კარში გაიტანა.

საბოლოოდ 2-0 ბრაზილიის სასარგებლოდ და პენტაკამპეონებმა მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.