Image
Image
Image

შვეიცარიამ სერბეთი დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა

image
  • 171

სერბეთი 1:2 შვეიცარია

„E“ ჯგუფის მეორე ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ერთმანეთს სერბეთი და შვეიცარია დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და აშკარად გამოჩნდა, რომ მოედანზე ორი თანაბარი ძალის გუნდი თამაშობდა.

შეხვედრის პირველი გოლი მე-5 წუთზე გავიდა. სერბებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს და კარის ბადეში ბურთი მიტროვიჩის თავური დარტყმის შემდეგ გაეხვა. შვეიცარია ბურთს აკონტროლებდა და შეტევას ცდილობდა, თუმცა გოლის გატანა პირველ ტაიმში ვერ მოახერხა.
Image
მეორე ნახევარი შვეიცარიელებმა უკეთ დაიწყეს და ანგარიში 53-ე წუთზე, ჯაკას გოლით გაათანაბრეს. შაჩირის დარტყმა სერბმა მცველებმა მოიგერიეს, თუმცა ბურთი პირდაპირ ჯაკას მიუვიდა, რომელმაც უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე სერბებს დაღლილობა დაეტყოთ, რითაც ძალიან კარგად ისარგებლა შვეიცარიამ. სწრაფი კონტრ იერიშისას მეკარესთან ერთი-ერთზე შაჩირი აღმოჩნდა, რომელმაც რთული პოზიციიდან გამარჯვების გოლი  გაიტანა.

„E“ ჯგუფში შვეიცარიას და ბრაზილიას 4-4 ქულა მოუგროვდათ. სერბეთს 3 ქულა აქვს, ხოლო კოსტა რიკა კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.