Image
Image
Image

“ბორჯღალოსნები“ იაპონიასთანაც დამარცხდნენ

image
  • 145
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიას ტოიოტაში ესტუმრა და დიდი ანგარიშით – 28:0 დამარცხდა.

პირველ ნახევარში მასპინძლებმა ლელოს დადება ვერ მოახერხეს, თუმცა მეტოქეს სამი უპასუხო ჯარიმა გაუტანეს და 9:0 დაწინაურდნენ.

მატჩის პირველი ლელო მეორე ტაიმის მე-9 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ვან დერ ვოლტმა დადო. სამ წუთში იაპონელთა მეორე ლელო ლემეკიმ მიითვალა. 65-ე წუთზე მონაგარს ხუთ ქულა კაზუკიმ შემატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
Image
„ბორჯღალოსნებმა“ ჩამორჩენის აღმოფხვრა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პრაქტიკულად ყველა იერიში ტექნიკური წუნით და იაპონელთა შერკინებით დასრულდა.

საბოლოო ანგარიში – იაპონია 28:0 საქართველო. „ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულის ტესტებზე ორი მოიგეს და ამდენივე დათმეს. ფრანგ „ბარბაროსებთან“ და ტონგასთან გამარჯვების შემდეგ საქართველო ფიჯისთან და იაპონიასთან დამარცხდა.