Image
Image
Image

FIFA არ აქვეყნებს სიას თუ რამდენ რუს ფეხბურთელს ჩაუტარდა დოპინგ ტესტი მუნდიალის მიმდინარეობის დროს

image
  • 267
FIFA არ აქვეყნებს სიას თუ რამდენ რუს ფეხბურთელს ჩაუტარდა დოპინგ-ტესტი მუნდიალის მიმდინარეობის დროს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ფეხბურთის მმართველი ორგანო ანტიდოპინგური სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას არ მოახდენს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე FIFA-ზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რომ რუსეთი ნაკრების ფეხბურთელებს ჩაეტარებინათ ტესტი, რადგან 100-მდე რუსი სპორტსმენი დიასკვალიფიცირებულია, რომლებმაც ოლმპიური თამაშები გამოტოვეს.
Image
მიმდინარე მუნდიალზე რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2 შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა. ჩერჩესოვის გაწვრთნილმა გუნდმა საუდის არაბეთს 5:0 მოუგო, მეორე ტურში კი ეგვიპტეს 3:1 სძლია და ტურნირის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი რუსეთში 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.
საფეხბურთო მატჩების განრიგსა და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.