Image
Image
Image

მექსიკელთა მეორე გამარჯვება და დიდი ნაბიჯი მერვედფინალისკენ

image
  • 125
სამხრეთ კორეა 1:2 მექსიკა
დასრულდა მატჩი „F“ ჯგუფში, სადაც ერთმანეთს სამხრეთ კორეისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა, თუმცა რამდენიმე სახიფათო შეტევა ორივე გუნდმა განახორციელა. ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც კორეელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი კარლოს ველამ უნაკლოდ შეასრულა და 1-0 მექსიკის სასარგებლოდ.

ამის შემდეგ კორეელებმა შეტევებს უმატეს, მაგრამ რეალურ მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ.

მეორე ტაიმში სამხრეთ კორეამ რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, თუმცა გოლი ისევ მექსიკამ გაიტანა. 66-ე წუთზე თავი ხავიერ ერნანდესმა, იგივე ჩიჩარიტომ გამოიჩინა და თავისი გუნდი ორი ბურთით გაიყვანა წინ.
Image
მატჩის დასრულებამდე უკვე წამები რჩებოდა, როდესაც სამხრეთკორეელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ჰიუნ-მინ სონმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და მექსიკელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1-2.

ამის შემდეგ მოედანზე აღარაფერი შცვლილა და მექსიკელებმა ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით მექსიკამ მერვედფინალისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. გარანტირებული ჯერ მათ არაფერი აქვთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გერმანია დღეს შვედეთს ვერ მოუგებს, ჩიჩარიტო და კომპანია ოფიციალურად გაიფორმებენ შემდეგი ეტაპის საგზურს.

რაც შეეხება სამხრეთ კორეის ნაკრებს, მათთვის მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე დასრულებულია და გერმანიასთან მხოლოდ პრესტიჟისთვის ითამაშებენ.