Image
Image
Image

მარკესი:”Ducati-ში მიღებული გამოცდილება, ლორენსოს Honda-ში გამოადგება“

image
  • 120
მარკ მარკესმა პირველად გააკომენტარა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან, ხორხე ლორენსოსთან Honda-ს კონტრაქტი-მისი აზრით, ესპანელი უფრო ადვილად შეეგუება იაპონურ მოტოციკლს, ვიდრე-Ducati-ს.

პილოტაჟის რბილი სტილით ცნობილი ლორენსო დიდხანს ვერ ეწყობოდა Ducati-ს ბაიკს-პირველი გამარჯვება მან მხოლოდ წელს, იტალიის გრან პრიზე მოიპოვა. ბედის ირონიით, სწორედ ამ ეტაპის შემდეგ გამოაცხადეს Honda-ში  მისი გადასვლის შესახებ-2019 წლის სეზონში ხორხე დანი პედროსას შეცვლის.

იაპონური მოტოციკლებიც აგრეთვე, სამართავად რთულად ითვლება. თუმცა მარკ მარკესი, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე Honda-ში ასპარეზობს, თვლის, რომ ლორენსოს იაპონურ მოტოციკლთან შეგუება გაუადვილდება.

“ვინ იცის. Honda-ს მოტოციკლი სრულიად განსხვავდება Yamaha-სგან, უფრო Ducati-ს ჰგავს. რადგან იქიდან გადმოდის, ეს მას ცოტათი დაეხმარება.

ბოლოსდაბოლოს, კარგი მრბოლელია, რომელსაც ერთი რბოლა, ერთი დღე, წელიწადი დაჭირდება-არაპროგნოზირებადია. თუმცა უეჭველია, რომ სწრაფი იქნება“,-უთხრა მარკესმა ჟურნალისტებს.

მარკესმა დაამატა, რომ Honda ლორენსოსთან მოლაპარაკების შესახებ საქმის კურსში აყენებდა და ის მის მოწვევას დაეთანხმა:“Honda-მ შესანიშნავად იმუშავა, რადგან ისინი ხორხესთან მოლაპარაკებას ზედმეტი ხმაურის გარეშე აწარმოებდნენ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

გამოცხადებამდე ვამბობდი, რომ გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანია ძლიერი მრბოლელის ყოლა. ის გამოცდილი სპორტსმენია და შეუძლია გუნდს ბევრი ინფორმაცია მიაწოდოს“.

მოსალოდნელია, რომ Honda-ში ადგილდაკარგული დანი პედროსას გეგმების შესახებ ამ კვირაში, ბარსელონის ეტაპზე გამოაცხადებენ. ჭორები მის კონტრაქტს Yamaha-ს სატელიტურ გუნდს უკავშირებენ, მაგრამ ესპანელმა შეიძლება მოტომრბოლელის კარიერაც კი დაასრულოს.