Image
Image
Image

გერმანია-შვედეთის მატჩი ჩხუბით დასრულდა

image
  • 603
სკანდალური დასასრული ჰქონდა გერმანიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩს. თამაშის შემდეგ, გერმანელი ფეხბურთელების ემოციებმა და სიხარულმა შვედეთის ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები გააღიზიანა. მათ კონფლიქტი მოუვიდათ გერმანიის ნაკრების ოფიციალურ წარმომადგენლებთან.
„გერმანელებმა ჩვენს სათადარიგოთა სკამთან მოირბინეს და პირდაპირ ჩვენს წინ დაიწყეს გამარჯვების აღნიშვნა. ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება”, – განაცხადა შვედების შემტევმა ემილ ფორსბერგმა.
Image
კონფლიქტში აქტიურად იყო ჩართული შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იანე ანდერსონი, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა გერმანელთა გადაჭარბებული ემოციების გამო.
„არ მომეწონა გერმანელთა შტაბის ჟესტები. გაბრაზებული დავრჩი, როცა მატჩის ბოლოს მათი რეაქციები ვნახე. როცა მატჩი მთავრდება, უბრალოდ, ხელს ართმევთ ერთმანეთს და იშლებით”, – განაცხადა ანდერსონმა პრესკონფერენციაზე.