Image
Image
Image

ინგლისმა პანამა გაანადგურა

image
  • 120
ინგლისი 6:1 პანამა - მატჩის საუკეთესო მომენტები
„G“ ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ინგლისი და პანამა დაუპირისპირდნენ, ბრიტანელებმა გამანადგურებელი ანგარიშით – 6:1 მოიგეს.

ინგლისი პირველივე წუთებიდან უდიდეს უპირატესობას ფლობდა და შეხვედრის პირველი გოლი მე-8 წუთზე ჯონ სტოუნსმა ზუსტი თავური დარტყმით გაიტანა. თოთხმეტ წუთში ჰარი კეინმა ჯესი ლინგარდის მოპოვებული პენალტი უზადოდ შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ტაიმის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თავისი გოლი ლინგარდმაც, საჯარიმოს მისადგომებიდან, უძლიერესი დარტყმით შეაგდო. პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე დუბლი ჯერ ჯონ სტოუნმა შეასრულა, ხოლო შემდეგ კი ჰარი კეინმა, რომელმაც თავისივე პენალტის კლონი შემოგვთავაზა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს დაეწია – ინგლისი 5:0 პანამა.
Image
დაპირისპირების მეორე ნახევრის პირველი გოლი 61-ე წუთზე კვლავ ინგლისმა გაიტანა. ლოფტუს-ჩიკის დარტყმა ჰარი კეინს ქუსლზე მოხვდა, თავდამსხმელმა ჰეთთრიკი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა – 5 გოლი ორ მატჩში.

78-ე წუთზე პანამელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს – ინგლისელთა კარში ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ფელიპე ბალოიმ, ავილას ჩაწოდების შემდეგ შეაგდო.

ინგლისს ბელგიის მსგავსად ექვსი ქულა დაუგროვდა და ჯგუფის პირველ ადგილოსანი მე-3 ტურში გამოვლინდება.