Image
Image
Image

კოლუმბიამ პოლონეთი 3:0 დაამარცხა

image
  • 114
პოლონეთი 0:3 კოლუმბია - მატჩის საუკეთესო მომენტები
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის „H“ ჯგუფის მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს პოლონეთი და კოლუმბია დაუპირისპირდნენ. თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დამარცხებული ნაკრები, პლეოიფში გასვლის შანსს კარგავდა.

პირველი ტაიმის 35-ე წუთამდე არც ერთი გუნდის უპირატესობა არ გამოკვეთილა. ყველაფერი 37-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც კოლუმბიელებმა მეტოქეს მწვავედ შეუტიეს და ზედიზედ ორი საგოლე მომენტი შექმნეს. პოლონელებმა მეტოქის ზეწოლას ვერ გაუძლეს და მატჩის პირველი გოლი მე-40 წუთზე გავიდა. ხამესის ჩაწოდების შემდეგ ჯერი მინამ ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
Image
მეორე ტაიმი პირველი ნახევრის ბოლო წუთების სცენარით წარიმართა. სამხრეთ ამერიკელები ბურთს აკონტროლებდნენ და მწვავედ უტევდნენ, პოლონელები კი კოტრ შეტევებზე თამაშს ცდილობდნენ.

თამაშის მეორე გოლი კოლუმბიელთა შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა – 70-ე წუთზე კინტეროსის გადაცემის შემდეგ კარში ბურთი ფალკაომ გაგზავნა. ოთხ წუთში ხამეს როდრიგესმა გენიალური გადაცემით კუადრადო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ამ უკანასკნელმა მატჩის მესამე გოლი გაიტანა.

პოლონელებმა პლეიოფის საგზურის მოპოვების შანსი მე-3 ტურის წინ დაკარგეს, კოლუმბიელებს კი მერვედფინალში გასასვლელად ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გამარჯვება სჭირდებათ.