Image
Image
Image

იტალიური გრანდი საქართველოში საზაფხულო სკოლას ხსნის

image
  • 148
25 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე თბილისი იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ საზაფხულო კემპს უმასპინძლებს. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე განხორციელდება.

„ინტერი“ დამწყებ ფეხბურთელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს, მაგრამ ამ მიზნით საზაფხულო სკოლები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში დააფუძნეს, საქართველოში კი იტალიელები საკმაოდ კარგ პოტენციალს ხედავენ.
Image
მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლის თბილისში ჩამოტანის იდეა ორგანიზაცია „თავისუფალ ფეხბურთს“ ეკუთვნის. ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, ლევან სეთურიძისა და პროექტების მენეჯერის, პეტრე სარდანაძის მიწვევით, 2017 წლის შემოდგომაზე თბილისს „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი ეწვია და „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზის მონახულებისა და ვითარების შესწავლის შემდეგ, პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად ჩათვალა.