Image
Image
Image

საუდის არაბეთი 2:1 ეგვიპტე

image
  • 125
საუდის არაბეთი 2:1 ეგვიპტე - მატჩის საუკეთესო მომენტები
„A“ ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს საუდის არაბეთი და ეგვიპტე დაუპირისპირდნენ. მატჩი 2:1 დასრულდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის დაწყებამდე პლეიოფში თამაშის შანსი ორივე გუნდს დაკარგული ჰქონდა.

ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა საუდის არაბეთს ჰქონდა, თუმცა ეგვიპტელები სახიფათო ეპიზოდებს უფრო ხშირად ქმნიდნენ. მატჩის პირველი გოლი 22-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა და ეგვიპტე დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ საუდის არაბეთი გააქტიურდა და ტაიმის მიწურულს ეგვიპტელთა კარში ორი პენალტი დაინიშნა. მე-40 წუთზე პენალტი 45 წლის ელ ჰადარიმ მოიგერია. ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე კი საუდის არაბეთმა ანგარიში გაათანაბრა. სალმან ალ ფარაჯმა პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში – 1:1 დააფიქსირა.
Image
მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ შეტევის დასკვნით ფაზაში არაზუსტად თამაშობდნენ. მატჩის ბოლო დამატებულ წუთზე საუდის არაბეთმა კარგად შეუტია და ალ დავსარიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

საუდის არაბეთმა ტურნირზე ასპარეზობა 3 ქულით დაასრულა, ხოლო ეგვიპტემ კი ვერც ერთი ქულის მოპოვება ვერ მოახერხა.