Image
Image
Image

დანიის ნაკრები მერვედფინალში ითამაშებს

image
  • 117

დასრულდა პირველი ეტაპის ბოლო მატჩები C ჯგუფში, სადაც საფრანგეთი დანიას ხვდებოდა, ხოლო ავსტრალია – პერუს. ფრანგებს მერვედფინალში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდათ, ხოლო პერუს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ რჩებოდა. შესაბამისად, მეორე მერვედფინალისტის ვინაობა ავსტრალიასა და დანიას შორის უნდა გარკვეულიყო. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიას მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, ხოლო დანია ფრის შემთხვევაშიც ინაღდებდა მერვედფინალის საგზურს.

ორივე მატჩი დაბალ ტემპში წარიმართა და საკმაოდ უინტერესო გამოდგა. საფრანგეთსა და დანიას რეალური მომენტები საერთოდ არ შეუქმნიათ და ეს მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.
Image
რაც შეეხება მეორე თამაშს, აქ ავსტრალიამ საკუთარი გულშემატკივარი ძალიან გააწბილა. უმოტივაციო პერუსთან შეხვედრაში ავსტრალიელებს საერთოდ არ ეტყობოდათ, რომ მოედანზე მოსაგებად იყვნენ გამოსულები. სამაგიეროდ, პერუელებმა საკუთარი შანსები გამოიყენეს და ეს მატჩის ანგარიშით 2-0 მოიგეს.

გოლები ანდრე კარილიომ და პაოლო გერერომ გაიტანეს.


შედეგად საფრანგეთმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და მერვედფინალში მისი მეტოქე დღეს გაირკვევა. ეს იქნება ისლანდია, არგენტინა ან ნიგერია. რაც შეეხება დანიის ნაკრებს, მას ხორვატიის ეროვნულ გუნდთან მოუწევს მეოთხედფინალისთვის ბრძოლა.