Image
Image
Image

ხორვატიამ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა

image
  • 118

ქალაქ როსტოვის სტადიონზე ერთმანეთს ხორვატიისა და ისლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ხორვატების შეტევებით დაიწყო, მაგრამ ტაიმის მეორე ნახევარში უპირატესობა ხელთ ისლანდიელებმა იგდეს და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს კალინიჩის კართან, თუმცა ხან თავდამსხმელებს სიზუსტე ღალატობდათ, ხან კი ხორვატი მეკარე ყოჩაღობდა.

პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა და გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ შეხვედრაში არგენტინა იგებდა, ისლანდიელებსაც ამ მატჩში აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდათ. ამიტომ, მეორე ტაიმში ჩრდილოელებმა ზეწოლა გააძლიერეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. ხორვატების მორიგი კონტრიერიში მილან ბადელის ზუსტი დარტყმით დასრულდა – 0-1.
Image
ისლანდიელებმა ფარხმალი არ დაყარეს და დაახლოებით იმ დროს, როდესაც ნიგერიამ არგენტინას გაუთანაბრა, მათაც მოახერხეს საპასუხო გოლის გატანა: პენალტი ზუსტად გილფი სიგურდსონმა შეასრულა.

ამ სიტუაციაში, როდესაც ორივე მატჩში ფრე იყო, მომდევნო ეტაპზე ხორვატიასთან ერთად ნიგერია გადიოდა, მაგრამ მატჩების ბოლო წუთებზე ჯერ ხორვატიამ მოახერხა მეორე გოლის გატანა, შემდეგ კი პარალელურ თამაშში არგენტინამაც გაიტანა გამარჯვებნის გოლი და ისლანდია მერვედფინალს მიღმა დარჩა.

საბოლოო ანგარიში – 2-1 ხორვატიის სასარგებლოდ და მომდევნო ეტაპზე მათ დანია ელოდებათ.