Image
Image
Image

მინისტრი ქართველ მოჭიდავეებს შეხვდა

image
  • 165
კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან შალვა გოგოლაძესთან და მუხრან შამათავასთან, ასევე სპორტის დეპარტამენტის უფროს, ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, საქართველოს ბერძნულ/რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროში შეხვდა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა. “ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა, რომ დღეს სამივე ასაკობრივი კატეგორიის მოჭიდავეებს ერთად გმასპინძლობთ სამინისტროში, როგორც ეროვნული ნაკრების წევრებს, ასევე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს, მწვრთნელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, მსურს მოგილოცოთ საოცრად წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩეპიონატებზე, როგორც ეროვნული ნაკრების წევრებს, ასევე ახალგაზრდა და ჭაბუკთა ასაკის სპორტსმენებს.
Image
მახარებს ის ფაქტი, რომ სამივე ნაკრებს გყავთ ევროპის ჩემპიონები, როგორც ბერძნულ/რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ჯამში 8 ჩემპიონი, მთლიანობაში კი სამივე სინჯის 35 მედალი ძალზე შთამბეჭდავი შედეგია და მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თავდადებისათვის როგორც პირადად თქვენ, ასევე თქვენს მწვრთნელებს და ზოგადად ჭიდაობის ფედერაციას წარმატებული მუშაობისთვის. გიდასტურებთ სამინისტროს სრულ მხარდაჭერას თქვენს მიმართ. ვიცი რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებების შემდეგ, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტურნირები გელით. წინ გველის მსოფლიოს ჩემპიონატები სამივე ასაკობრივ კატეგორიაში, ასევე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, 2018 წლის მთავარი გამარჯვებები წინაა, თუმცა თქვენ უკვე იმდენად ძლიერი სტარტი აიღეთ, რომ მჯერა წლევანდელი წლის მიწურულს ისევ გაგვახარებთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ დიდ წარმატებებს უკვე მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.