Image
Image
Image

როჯერ ფედერერი უიმბლდონის განთესვის ლიდერია

image
  • 100

“დიდი სლემის” რიგით მესამე ტურნირის – უიმბლდონის ორგანიზატორებმა განთესილი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნეს.

კაცების ტურნირის მონაწილეების სათავეში მოექცა მოქმედი ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მსოფლიოს პირველი ჩოგანი.
როლან გაროსის ჩემპიონი რაფაელ ნადალი მეორეა, გასულ კვირას Queen’s Club-ის ტურნირის გამარჯვებული მარინ ჩილიჩი – მესამე.
Image
ასევე TOP8-ში შევიდნენ: გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი. ეს ჩოგბურთელები მეოთხედფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის გავლის გარეშე მოხვდება ძირითად ბადეში.
უიმბლდონის წილისყრა პარასკევს გაიმართება.