Image
Image
Image

იაპონია და კოლუმბია მერვედფინალში არიან

image
  • 120

იაპონია 0:1 პოლონეთი - მატჩის საუკეთესო მომენტები

დასრულდა მატჩები H ჯგუფში და კიდევ ორი მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

ქალაქ ვოლგოგრადის სტადიონზე ერთმანეთს იაპონია და პოლონეთი დაუპირისპირდნენ. პოლონელებს მერვედფინალში გასვლის შანსი უკვე აღარ ჰქონდათ და მხოლოდ პრესტიჟისთვის თამაშობდნენ, ხოლო იაპონიას ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ფრეც ხელს აძლევდა. პირველი ტაიმი უღიმღამოდ წარიმართა და მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი ვიხილეთ, როდესაც კამილ გლიკის თავური იაპონელთა მეკარემ სასწაულებრივად მოიგერია.

მეორე ტაიმი პირველისგან ბევრით არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. მორიგი ჯარიმის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში ბურთთან ყველაზე ადრე იან ბედნარეკი გაჩნდა და იაპონელთა მეკარეს ამჯერად შანსი არ დაუტოვა.

ასეთი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში იაპონიას მაინც რჩებოდა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი, თუ სენეგალი კოლუმბიასთან დამარცხდებოდა და ბოლოს ასეც მოხდა. იაპონია თავის მატჩში დამარცხდა, მაგრამ პარალელურ მატჩში კოლუმბიელთა გამარჯვებამ აზიელები მერვედფინალში გაიყვანა.
Image
კოლუმბიისა და სენეგალის მატჩი ქალაქ სამარის სტადიონზე გაიმართა და ოდნავ უფრო საინტერესო გამოდგა, ყოველ შემთხვევაში – მეორე ტაიმში, როდესაც გუნდებმა თამაშის ტემპს უმატეს. კარგი მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულს პირველი ჯერი მინა გამოეხმაურა და თავური დარტყმით გაგზავნა მეტოქის კარში.

ამრიგად, ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 1-0 დასრულდა, მერვედფინალში კი კოლუმბია და იაპონია გავიდნენ.

სენეგალი 0:1 კოლუმბია - მატჩის საუკეთესო მომენტები