Image
Image
Image

საქართველო სერბეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა (ფოტო+ვიდეო)

image
  • 123

საქართველო 50:87 სერბეთი - მატჩის საუკეთესო მომენტები

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბებს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის დასაწყისში საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, თუმცა შეტევაში არადამაჯერებლად ირჯებოდნენ და მეოთხედი 11:18 წააგეს. გადამწყვეტი უპირატესობა სერბებმა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც მათ 7:19 მოიგეს. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 18:37 დათმო.

თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა – სერბები მასპინძლებზე უკეთ გამოიყურებოდნენ. მესამე მეოთხედი მათ 6 ქულიანი, ხოლო ბოლო მეოთხედი კი 13 ქულიანი უპირატესობით მოიგეს და საბოლოოდ 37 ქულიანი სხვაობით – 50:87 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 18 ქულა, ტად მაკფადენმა დააგროვა. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 13 ქულა იყო, ხოლო დებიუტანტმა ანდრონიკაშვილმა ოთხი ქულა მოიპოვა. ტოდოროვიჩმა 24 ქულა აიღო და სტუმრებს შორის  საუკეთესო იყო.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრაში ქართველი კალათბურთელები ავსტრიას უმასპინძლებენ. მატჩი ორ ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება.
Image

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი