Image
Image
Image

ურუგვაი მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება

image
  • 113
ურუგვაი 2:1 პორტუგალია - მატჩის საუკეთესო მომენტები
დასრულდა მეორე მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ურუგვაისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ურუგვაელებმა ანგარიშის გახსნა მე-7 წუთზე მოახერხეს, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ლუის სუარესის ჩაწოდებული ბურთი ედინსონ კავანიმ თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა. სწრაფი გოლის გატანის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაი დაცვაში ჩაჯდა და ბურთი მეტოქეს გადაულოცა. შესაბამისად, პირველმა ტაიმმა პორტუგალიელთა შეტევებსა და ურუგვაელთა კონტრიერიშებში ჩაიარა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
Image
მეორე ნახევარში ევროპელებმა ზეწოლა გააძლიერეს და 55-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: კუთხურის გათამაშებას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა და პეპემ თავურით გადაგზავნა ბურთი მუსლერას კარში. ამას პორტუგალიელთა გამოცოცხლება და კიდევ რამდენიმე შეტევა მოჰყვა, თუმცა გოლი ისევ მათ კარში გავიდა: ურუგვაელთა მეკარის მიერ დაწყებული სწრაფი შეტევა ედინსონ კავანიმ ოსტატურად დაასრულა და ურუგვაი ისევ წინ გავიდა – 2-1.