Image
Image
Image

ყაზაიშვილმა იბრაგიმოვიჩის გუნდს გაუტანა

image
  • 108
ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS, მეიჯორ ლიგა) ვაკო ყაზაიშვილის „სან-ხოსემ“ ზლატან იბრაგიმოვიჩის „ლოს ანჯელეს გალაქსის“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა.

25 წუთისთვის „გალაქსი“ 3:1-ს დაწინაურდა – ორი გოლი იბრაგიმოვიჩის ანგარიშზეა, მაგრამ სან-ხოსელებმა მეტოქეს ქულა გამოგლიჯეს 3:3. ამაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეიტანა. ვაკო ყაზაიშვილმა 39-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. დუბლი შეასრულა ამერიკის ნაკრების წევრმა, კრის ვონდოლოვსკიმ, მაგრამ მან ჰეთთრიქის შანსი ხელიდან გაუშვა და მე-15 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
Image
17 ტურის შემდეგ, „სან-ხოსემ“ მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-12 ადგილზეა. ყაზაიშვილმა კი მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა.