Image
Image
Image

ალვინ ფორტესი ქართულ შთაბეჭდილებებზე

image
  • 135
გორის “დილას“ კაპევერდელმა ლეგიონერმა ალვინ ფორტესმა ჰოლანდიურ პრესასთან საუბარში საქართველოზეც ისაუბრა. ვინც საქართველოს ჩემპიონატს უყურებს, ფორტესის ამბებიც ეცოდინება: ტექნიკური ფეხბურთელია, მძლავრი ცაციით.

ფორტესი როტერდამშია დაბადებული და ჰოლანდიურ გუნდებშიც გამოდიოდა. წარმოშობით გახლავთ კაპე-ვერდედან და პირველად სწორედ ამ ზაფხულს მიიღო მიწვევა ამ ქვეყნის ნაკრებიდან. ამხანაგურში, ალჟირთან სტუმრად 3:2 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა.  

"ყველაფერი უცებ მოხდა. ოცნება ამიხდა. თანაც, 80 000-ზე მეტი გულშემატკივარი იყო ალჟირის სტადიონზე. როგორც იქნა, ჩემი კარიერა სწორი მიმართულებით წავიდა. იანვრიდან გორის “დილაში“ ვარ, 9 მატჩში 4 გოლი გავიტანე და 2 საგოლე პასი გავაკეთე. დედაქალაქში, თბილისში ვცხოვრობ, ეს კი 45 წუთის სავალია გორიდან. რამდენიმე ფეხბურთელი თბილისიდან მივდივართ გორში, რომელიც უფრო სოფელს ჰგავს. ცხოვრება კარგი და იაფია. შევადარებდი “ალმერე სიტიში“ გატარებულ პერიოდს. რა თქმა უნდა, გეგმები მაქვს. საქართველოს ჩემპიონატში კიდევ რამდენიმე ტურია სათამაშო, ივლისში კი ორკვირიანი დასვენებაა. არდადეგებზე ჰოლანდიაში დავბრუნდები, მერე კი ისევ საქართველოში ჩავალ. მესამე ადგილზე ვართ და მეც, როგორც იქნა, რეგულარულად ვთამაშობ. არ გამოვრიცხოთ, რომ კიდევ ერთხელ ვიმოგზაუროთ. სკანდინავიიდან არის გარკვეული ინტერესი ჩემს მიმართ“ - ამბობს 24 წლის ფორტესი.