Image
Image
Image

რუსეთი მეოთხედფინალშია

image
  • 111
ესპანეთი 1:1 რუსეთი (პენ. 3:4) - მატჩის საუკეთესო მომენტები
დასრულდა მორიგი მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ესპანელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც საკმაოდ მალე გახსნეს: მატჩის მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ჯარიმა რუსმა სერგეი იგნაშევიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა – 1-0.

ამის შემდეგ ესპანელებმა თამაში დაამშვიდეს და ძირითადად მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან აგორავებდნენ ბურთს, რუსები კი საკუთარ კართან იყვნენ გამოკეტილნი და შანსებს კონტრშეტევებში ეძებდნენ.

პირველი ტაიმის დასრულებას 4 წუთი აკლდა, როდესაც ტურნირის მასპინძლებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს და დზიუბას თავური პიკეს აწეულ ხელზე მოხვდა. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი და თავად დზიუბამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1-1.
Image
მეორე ტაიმში ძალიან ერთფეროვანი თამაში ვიხილეთ: რუსები იშვიათად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე, ესპანელები კი ბურთს აუჩქარებლად აგორავებდნენ და მომენტებსაც უკიდურესად იშვიათად ქმნიდნენ.

საბოლოოდ თამაში დამატებით დროში გადავიდა და რადგან ანგარიში არც იქ შეცვლილა, პენალტების სერიამდეც მივიდა, რომელიც რუსებმა უფრო ზუსტად შეასრულეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ესპანელთა მხრიდან თერთმეტმეტრიანები კოკემ და ასპასმა გააცუდეს, რუსებმა კი ყველა შანსი გამოიყენეს და 4-3 გაიმარჯვეს.

ტურნირის მასპინძლების მეტოქე დანიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის მატჩში გაირკვევა.