Image
Image
Image

ლიგა 2-ში ბათუმის „დინამო“ გალიდერდა

image
  • 126
ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ის მე-17 ტურში გათამაშების ლიდერი შეიცვალა. ერთ-ერთი ფავორიტი “ნორჩი დინამო” საკუთარ მოედანზე “თელავს” დაუზავდა 1:1. “ცხინვალმა” მარტვილის “მერანს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. “შევარდენი 1906” კი თბილისში აუტსაიდერ ქობულეთის “შუქურასთან” მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.

ტურის სენსაცია მარტვილის სტადიონზე დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთმა აუტსაიდერმა წყალტუბოს “სამგურალმა” გათამაშების ლიდერს, “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 38-ე წუთზე ანგარიში წყალტუბოელმა ივანე კილაძემ გახსნა, რასაც ერთ წუთში სტუმრებმა ბექა კაკუშაძის გოლით უპასუხეს 1:1. შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ( 90+4 წუთი) გადაწყდა, “სამგურალის” ვეტერანმა თავდამსხმელმა მამუკა ღონღაძემ “ვიტ ჯორჯიას” კარი აიღო და მასპინძლებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
Image
ტურის ცენტრალურ შეხვედრას ანგისას საფეხბურთო ბაზამ უმასპინძლა – ბათუმის “დინამო” “გაგრას” შეხვდა და პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა. თავი ბრაზილიელმა ლეგიონერებმა, გაბრიელ რამოსმა და ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინეს. მეორე ტაიმში ნიკა საბანაძემ სტუმართა კარი მესამედ აიღო და “დინამომ” 3:0 გაიმარჯვა.

ბათუმელებმა 31 ქულა დააგროვეს, კონკურენტების შეფერხებით ჩინებულად ისარგებლეს და პირველ ადგილზე დაწინაურდნენ. “ვიტ ჯორჯია” 30 ქულით მეორეზეა, ხოლო “ნორჩი დინამო” 27 ქულით – მესამეზე. ბოლო, მე-10 ადგილზე ისევ “შუქურაა”, რომელმაც მხოლოდ 13 ქულა დააგროვა.