Image
Image
Image

ბრაზილია მეოთხედფინალშია

image
  • 115
ბრაზილია 2:0 მექსიკა - მატჩის საუკეთესო მომენტები

დასრულდა მორიგი მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩმა საკმაოდ დაბალ ტემპში ჩაიარა და სახიფათო მომენტები ძალიან ცოტა შეიქმნა. პირველ ტაიმში მექსიკა ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და სახიფათოდაც უტევდა, ბრაზილიელები კი მშვიდად ელოდნენ საკუთარ შანსს, რომელიც მეორე ტაიმში მიიღეს და გამოიყენეს კიდეც.

51-ე წუთზე ვილიანი მარცხნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და კარის გასწვრივ გამჭოლი პასი გააკეთა, რომელსაც შორეულ კუთხესთან გაბრიელ ჟეზუსი და ნეიმარი ჩაუსაფრდნენ. პირველი ბურთს ვერ მისწვდა, მეორეს კი პრობლემა არ შექმნია – 1-0.

ამის შემდეგ ბრაზილიელებმა იმავე ტემპში გააგრძელეს თამაში, მექსიკელები კი უშედეგოდ ცდილობნენ რაიმე შეექმნათ მეტოქის კართან.
Image
გადამწყვეტი მომენტი თამაშის ბოლოს დადგა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ფერნანდინიომ შესანიშნავი პასით გაუშვა მარცხენა ფლანგზე ნეიმარი, ამ უკანასკნელმა კი, მეტოქის კართან მიახლოებისთანავე, შორეულ კუთხეში დაარტყა. მეკარე ბურთს ფეხით შეეხო და თითქოს დარტყმული კარს სცდებოდა, მაგრამ შორეული კუთხე ასევე შეცვლაზე შესულ ფირმინოს ჰქონდა ჩაკეტილი, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია – 2-0.

ამის შემდეგ მოედანზე აღარაფერი შეცვლილა და ბრაზილია მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბელგიასა და იაპონიას შორის გამარჯვებულს დაელოდება.