Image
Image
Image

უიმბლდონი სენსაციებით დაიწყო

image
  • 123
საინტერესოდ დაიწყო “დიდი სლემის” რიგით მესამე ტურნირი – უიმბლდონი. რა თქმა უნდა, პირველი დღის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო ამერიკელი სერენა უილიამსის გამოსვლა. ის პირველ მატჩს თამაშობდა “დიდი სლემის” ტურნირზე ქალიშვილის გაჩენის შემდეგ. ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს სერენას ძველი დამსახურებები და მას განთესვის ნომერი მიანიჭეს. სხვათა შორის, უილიამსი ჰოლანდიელ არანჩა რუსთან შეხვედრას უიმბლდონზე 15-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდებოდა.

“დიდი სლემის” ტურნირების 23-გზის ჩემპიონს დიდი ბრძოლა არ გადახდენია თავს ჰოლანდიელის დასამარცხებლად. პირველ სეტში გადამწყვეტი ბრეიკი მე-12 გეიმში შეასრულა, მეორე სეტში კი ბრეიკით აგებდა, მაგრამ 2:3-დან ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და საათსა და 29 წუთში გაიმარჯვა – 7:5, 6:3.

ქალების ტურნირზე პირველი დიდი სენსაციაც მოხდა – ტურნირის მეოთხე ნომერი, ამერიკელი სლოან სტივენსი უშანსოდ დამარცხდა ხორვატ დონა ვეკიჩთან – 1:6, 3:6.

სტივენსი აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია, ცოტა ხნის წინ, როლან გაროსზე კი ფინალში იყო გასული. მაგრამ, ამერიკელმა თითქმის ვერაფერი მოახერხა ვეკიჩის წინააღმდეგ, რომელსაც მატჩში 17 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ექვსი გამოიყენა. ეს იყო ხორვატის პირველი მოგება რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წარმომადგენელთან.

ძალიან მალე, სტივენსს მიჰყვა ტურნირის მეხუთე ნომერი ელინა სვიტოლინა. უკრაინელმა გერმანელ ტანია მარიასთან 2 საათსა და 9 წუთში წააგო – 6:7(3), 6:4, 1:6. სვიტოლინამ მეტოქეს 6 საკუთარი გეიმი დაუთმო.

ქალები
Image
I წრე

ვოზნიაცკი (დან, 2)-ლეპჩენკო (აშშ) 6:0, 6:3
ვეკიჩი (ხორ)-სტივენსი (აშშ, 4) 6:1, 6:3
მარია (გერ)-სვიტოლინა (უკრ, 5) 7:6(3), 4:6, 6:1
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 7)-დარტი (ბრიტ) 7:6(2), 2:6, 6:1
ვ. უილიამსი (აშშ, 9)-ლარსონი (შვედ) 6:7(3), 6:2, 6:1
კისი (აშშ, 10)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 6:4, 6:2
გორგესი (გერ, 13)-პუიგი (პ-რიკ) 6:4, 7:6(7)
სინიაკოვა (ჩეხ)-ვანდევეგე (აშშ, 16) 6:7(3), 6:3, 8:6
კირსტეა (რუმ)-რიბარიკოვა (სლოვაკ, 19) 7:5, 6:3
ბერტენსი (ჰოლ, 20)-სტეფკოვა (ჩეხ) 6:3, 6:2
ჯორჯი (იტა)-სევასტოვა (ლატ, 21) 6:1, 2:6, 6:4
სტრიკოვა (ჩეხ, 23)-კუზნეცოვა (რუს) 7:6(6), 7:5
ს. უილიამსი (აშშ, 25)-რუსი (ჰოლ) 7:5, 6:3
ბუზარნესკუ (რუმ, 29)-საბალენკა (ბლრ) 6:7(3), 6:1, 6:4
პეტკოვიჩი (გერ)-ს. ჟანგი (ჩინ, 31) 6:4, 4:6, 6:2
ა. რადვანსკა (პოლ, 32)-რუსი (რუმ) 6:3, 4:6, 7:5
აზარენკა (ბლრ)-ალექსანდროვა (რუს) 7:6(4), 6:3
სვანი (ბრიტ)-ბეგუ (რუმ) 6:2, 6:2
ბლინკოვა (რუს)-ი. ვანგი (ჩინ) 6:7(4), 6:4, 6:4
დულგერუ (რუმ)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 6:4, 1:6, 6:2
ლაპკო (ბლრ)-მაკჰეილი (აშშ)
ცურენკო (უკრ)-ბაბოში (უნგ) 7:5, 6:2
ვიკმაიერი (ბელ)-ბარტელი (გერ) 7:5, 6:4
პეტერსონი (შვედ)-კუზმოვა (სლოვაკ) 7:6(3), 7:6(9)
მლადენოვიჩი (საფ)-შმიედლოვა (სლოვაკ) 5:7, 6:2, 6:2
ტომოვა (ბულ)-შმიტკოვა (ჩეხ) 7:6(3), 6:1
როდინა (რუს)-ლოტნერი (გერ) 3:6, 7:5, 6:4
კუმხუმი (ტაილ)-პერა (აშშ) 4:6, 6:2, 6:3
ჟაბორი (ტუნ)-გოლუბიჩი (შვეიც) 2:6, 6:3, 6:3
ბრენგლი (აშშ)-კრუნიჩი (სერ) 2:6, 6:3, 6:3
საფაროვა (ჩეხ)-ბონდარენკო (უკრ) 6:4, 6:4
მაკაროვა (რუს)-მარტიჩი (ხორ) 7:6(0), 2:6, 6:3.