Image
Image
Image

„გოლდენ სტეიტში“ დემარკუს კაზინსი გადადის

image
  • 122
NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ და თავისუფალმა აგენტმა დემარკუს კაზინსმა ერთწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს, რომლის მიხედვითაც, კალათბურთელი 5.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, – წერს ESPN-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი.

27 წლის ცენტრი კარიერის გაგრძელების ვარიანტს „გოლდენ სტეიტსა“ და „ბოსტონს“ შორის ირჩევდა.
Image
კაზინსს იანვრის შემდეგ აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო არ უთამაშია და ამ მიზეზით „ნიუ ორლეანში“ სეზონის მეორე ნაწილი გამოტოვა. კალათბურთელი რეაბილიტაციის კურსს ლას ვეგასში გადის და მზად საწვრთნელი ბანაკის დასაწყისისთვის იქნება.