Image
Image
Image

„RugbyRama“ – მიხეილ ნარიაშვილის მშვიდი ძალა

image
  • 86
პოპულარული ფრანგული სარაგბო გამოცემა „RugbyRama“ მიხეილ ნარიაშვილის პირველ პროფესიონალურ ნაბიჯებს იხსენებს – მიხეილ ნარიაშვილი „მონპელიეში“ შვიდი წლის წინ მივიდა და დღესდღეობით კლუბის სიმბოლოდ ითვლება. მშვიდი და ღონიერი სპორტსმენი ბურჯის განსახიერებაა. მას მონპელიეს გულშემატკივრები მამუკა გორგოძის მემკვიდრედ მიიჩნევენ. 2010 წლის ივლისში მორაგბეები სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდნენ. მამუკა გორგოძე ამ დროს „მონპელიეს“ წევრი იყო და ყველაფერი კარგად ახსოვს – „მაშინ შევიტყვე, რომ მიშა საფრანგეთში სინჯებზე იმყოფებოდა. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მაინც შევთავაზე „მონპელიეში“ მოსვლა. მან სინჯები ჩააბარა და მახსოვს, რომ ძალის საზომ მანქანაზე რეკორდი დაამყარა (რეკორდი, რომელიც მანამდე მამუკას ეკუთვნოდა). კლუბმა იმ წამსვე გადაწყვიტა მასთან კონტრაქტის გაფორმება.“ ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება გამოდგა – მიხეილ ნარიაშვილი მხოლოდ ფენომენალური ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩევა –
Image
„არასდროს მინახავს ახალწვეული, რომელმაც გუნდთან ადაპტაცია ასე სწრაფად გაიარა“ – იხსენებს გორგოძე. „მიშამ ფრანგული სწრაფად ისწავლა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მისთვის რამე მეთარგმნოს. ნარიაშვილი სხვა ქართველების მსგავსად მორცხვია, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია.“ ნარიაშვილის საიდუმლო ბევრი შრომაა. ის საკუთარ თავზე პირველივე დღეებიდან ბევრს მუშაობდა და წარმატებას ასე მიაღწია. ნარიაშვილი გორგოძესთან ერთად „მონპელიეში“ გატარებულ სამ სეზონს ძალიან თბილად იხსენებს – „ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით. მე ამ კლუბში მამუკას წყალობით მოვხვდი. ამის და ბევრი სხვა რამის გამო მისი მადლიერი ვარ. დღეს ერთ კლუბში აღარ ვთამაშობთ, მაგრამ ზუსტად ისევე ვმეგობრობთ.“ მიხეილ ნარიაშვილს სპეციალისტები „ტოპ 14“–ის ერთ–ერთ საუკეთესო მარცხენა ბურჯად მიიჩნევენ და არც თუ იშვიათად საუბრობენ, იმაზე, რომ „ნარო“ თავის პოზიციაზე შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესოც იყოს.