Image
Image
Image

შვედეთმა შვეიცარია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

image
  • 108
შვედეთი 1:0 შვეიცარია - მატჩის საუკეთესო მომენტები
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შვედეთი და შვეიცარია დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა და მეოთხედფინალისტის ვინაობა მეორე ტაიმში გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ბურთის ფლობაში მცირე უპირატესობას შვეიცარიელები ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კართან სახიფათო მომენტებს შვედები უფრო ხშირად ქმნიდნენ. საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა შვეიცარიელთა ლიდერს, ჯერდან შაჩირის.

41-ე წუთზე შვედებს შესანიშნავი მომენტი ჰქონდათ, საჯარიმოში ზომერთან პირისპირ ეკდალი დარჩა, თუმცა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე ემილ ფორსბერგის დარტყმის შემდეგ გავიდა. საჯარიმოს გარედან შესრულებული დარტყმა აკანჯის მოხვდა და ზომერის კარში აღმოჩნდა. გოლი ფორსბერგს ჩაეთვალა.
Image
მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე შვედების სწრაფ კონტრ იერიში ლანგმა ჩაშალა და წითელი ბარათი დაიმსახურა. მსაჯმა თავდაპირველად პენალტი დანიშნა, თუმცა ვიდეო არბიტრის დახმარების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და სახიფათო ჯარიმა დადო.

ტაივონენმა კარისკენ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ზომერი ბურთს ადგილზე დახვდა და საფინალო სასტვენიც გაისმა.

შვედეთი მეოთხედფინალში ინგლისსა და კოლუმბიას შორის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება. დაპირისპირება დღეს 22:00 საათზე გაიმართება.