Image
Image
Image

ევროპული ფინალის მოლოდინში

image
  • 125
17 ივნისს საფრანგეთში დასრულდება 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის ყველაზე წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

შეგახსენებთ, რომ ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურა ამონაშვილის შეგირდებმა ტურნირის საწყისი 4 მატჩიდან 2 მოიგეს, რაც პირველად მოხდა და კვირას, მსოფლიო პირველობის მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ.

ამგვარად, ქართველმა ახალგაზრდებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს, ახლა კი, ეცდებიან შოტლანდიასთან შეხვედრაში კიდევ ერთი სენსაცია დააფიქსირონ. თამაში ბეზიეში 15:30 საათზეა დაგეგმილი.

საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს ევროპული ნაკრებები – მასპინძელი საფრანგეთი და ინგლისი გაეჯიბრებიან, რომელთაც ნახევარფინალში, სამხრეთელი ბობოლები, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა, შესაბამისად, 16:7 და 32:31 დაამარცხეს.

საინტერესოა, რომ უკვე გაირკვა იმ მეტოქეთა ვინაობა, რომელთაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაეჯიბრება. ესენი ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია არიან.

მიმდინარე ტურნირის დასკვნითი დღის განრიგი კი ასე გამოიყურება:

მე-11 ადგილისთვის
13:00 ირლანდია – იაპონია

მე-9 ადგილისთვის
15:30 შოტლანდია – საქართველო

მე-5 ადგილისთვის
16:00 არგენტინა – ავსტრალია

მე-7 ადგილისთვის
18:00 უელსი – იტალია

მე-3 ადგილისთვის
18:30 სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია

ფინალი
21:00 ინგლისი – საფრანგეთი