Image
Image
Image

სპორტის ახალი სასახლე ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირების მასპინძელია

image
  • 127
დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით, სპორტის ახალი სასახლე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობს.

ჩემპიონობისთვის 25 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი იბრძვის.

გრან-პრის პირველ დღეს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფინალისტები და მესამე ადგილის კანდიდატები 5-5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედლებისთვის საქართველოს ნაკრების წევრთაგან ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ხოლო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა მარიამიძე (60 კგ), გიორგი ხუჭუა (72 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) იბრძოლებენ.
Image
ტურნირის მე-2 და დასკვნით დღეს ორივე სახეობაში სპორტსმენები დარჩენილ 5-5 წონით კატეგორიაში მოსინჯავენ საკუთარ ძალებს.

თბილისის გრან-პრი სარეიტინგო ტურნირია. გრან-პრიზე მოპოვებული ქულები მსოფლიო ჩემპიონატის სარეიტინგო ქულებად დაითვლება, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით ბუდაპეშტში ჩატარდება.