Image
Image
Image

ნადალმა და ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოგებით დაიწყეს

image
  • 130
უიმბლდონის მეორე დღე მამაკაცთა ტურნირზე იმით იყო აღსანიშნავი, რომ ბრძოლაში ჩაებნენ ესპანელი რაფაელ ნადალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

როლან გაროსის მოგების შემდეგ, რაფაელ ნადალმა ყველა ტურნირი გამოტოვა და უიმბლდონს ისე შეხვდა, რომ ბალახის კორტზე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული. მიუხედავად ამისა, უპრობლემოდ დაამარცხა ისრაელელი დუდი სელა – 6:3, 6:3, 6:2.

ესპანელს შთამბეჭდავი მონაკვეთი მატჩი ჰქონდა პირველი სეტის შუიდან, როცა 3:3-ზე ზედიზედ 17 (!) ქულა აიღო.

ასევე ძალიან დამაჯერებელი სტარტი აიღო ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც უახლოვდება თავის ოპტიმალურ ფორმას.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა საათსა და 33 წუთში გაანადგურა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალისტი, ამერიკელი ტენის სანდგრენი – 6:3, 6:1, 6:2.

სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ითამაშა რომის “მასტერსზე“, მეოთხედფინალში როლან გაროსზე და ფინალში “ქუინზ ქლაბის” ტურნირზე.
Image
კაცები
I წრე
ნადალი (ესპ, 2)-სელა (ისრ) 6:3, 6:3, 6:2
ა. ზვერევი (გერ, 4)-დაკუორტი (ავსტრა) 7:5, 6:2, 6:0
დელ პოტრო (არგ, 5)-გოიოვჩიკი (გერ) 6:3, 6:4, 6:3
ბაღდატისი (კვიპ)-ტიმი (ავსტრია, 7) 6:4, 7:5, 2:0 უარი
ებდენი (ავსტრა)-გოფენი (ბელ, 10) 6:4, 6:3, 6:4
ჯოკოვიჩი (სერ, 12)-სანდგრენი (აშშ) 6:3, 6:1, 6:2
შვარცმანი (არგ, 14)-ბაშიჩი (ბოს) 6:3, 6:2, 6:1
კირგიოსი (ავსტრა, 15)-ისტომინი (უზბ) 7:6(3), 7:6(4), 6:7(5), 6:3
ბერეტინი (იტა)-სოკი (აშშ, 18) 6:7(5), 6:7(3), 6:4, 7:5, 6:2
ფონინი (იტა, 19)-დანიელი (იაპ) 3:6, 6:3, 6:3, 6:3
ალბოტი (მოლ)-კარენო ბუსტა (ესპ, 20) 3:6, 6:0, 6:7(5), 6:2, 6:1
ედმუნდი (ბრიტ, 21)-ბოლტი (ავსტრა) 6:2, 6:3, 7:5
ნიშიკორი (იაპ, 24)-ჰარისონი (აშშ) 6:2, 4:6, 7:6(3), 6:2
შაპოვალოვი (კან, 26)-შარდი (საფ) 6:3, 3:6, 7:5, 6:4
ძუმჰური (ბოს, 27)-მარტერერი (გერ) 6:3, 6:2, 6:4
დე მინორი (ავსტრა)-ჩეკინატო (იტა, 29) 6:4, 6:7(6), 7:6(5), 6:4
ტიაფო (აშშ)-ვერდასკო (ესპ, 30) 7:6(6), 7:6(5), 3:6, 6:3
ხაჩანოვი (რუს)-ფერერი (ესპ) 6:1, 7:6(3), 3:6, 7:5
ბენეტო (საფ)-ფუჩოვიჩი (უნგ) 7:5, 7:5, 6:3
კლანი (აშშ)-სუგიტა (იაპ) 2:6, 7:6(6), 6:2, 6:2
სებალიოსი (არგ)-ანდრეოცი (არგ) 4:6, 7:6(1), 6:4, 6:4
ჰაასე (ჰოლ)-კოპილი (რუმ) 7:6(0), 7:5, 4:6, 7:6(4)
ტომიჩი (ავსტრა)-ჰურკაში (პოლ) 6:4, 6:2, 7:6(2)
გულბისი (ლატ)-კლარკი (ბრიტ) 4:6, 6:3, 7:6(3), 3:6, 6:4
ფრიტცი (აშშ)-სონეგო (იტა) 3:6, 6:3, 6:2, 6:2
ლოპესი (ესპ)-დელბონისი (არგ) 6:3, 6:4, 6:2
პერი (საფ)-იუნგი (ტაივ) 7:5, 7:6(1), 6:4
სიმონი (საფ)-ბასილაშვილი (საქ) 6:1, 7:6(5), 6:1
რობერი (საფ)-რამოსი (ესპ) 7:6(5), 6:2, 6:1
ვესელი (ჩეხ)-ფ. მაიერი (გერ) 7:6(3), 6:4, 4:6, 6:1
ბოლელი (იტა)-კუევასი (ურუ) 7:6(5), 7:6(6), 6:1
ერბერი (საფ)-მ. ზვერევი (გერ) 6:4, 6:3, 6:4
კუკუშკინი (ყაზ)-პოსპიშილი (კან) 6:4, 3:6, 6:2, 6:3