Image
Image
Image

გიორგი არაბიძე - „ნასიონალი" „შახტარს" 270 ათას ევროს გადაუხდის

image
  • 111
გიორგი არაბიძე პორტუგალიის პრიმერალიგის “ნაციონალში” ჩაირიცხა. 20 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც პირველ არხს გიორგი არაბიძემ განუცხადა, პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მთელმა გუნდმა კარგად მიიღო.

„ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ გარემოში მოვხვდებოდი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ველაპარაკე მთავარ მწვრთნელს, კოშტინიას, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებში 50-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, ევროპის ვიცე-ჩემპიონია და მადრიდის “ატლეტიკოში” უთამაშია. ეს კაცი მენდო და მითხრა, რომ თამაშები და დრო მექნება – პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მთელმა გუნდმა კარგად მიმიღეს. ფეხბურთელს მეტი რა უნდა, უნდა მოინდომო, ეს ნდობა რომ გაამართლო” – განაცხადა არაბიძემ.
Image
არაბიძემ პირველ არხთან ტრანსფერის დეტალებიც გაამხილა.

„დონეცკის “შახტარში” 2015 წელს თბილისის “ლოკომოტივიდან” გადავედი. კონტრაქტი 30 ივნისს დამისრულდა და ასე წამოვედი, თორემ დონეცკელები მე არ გამიშვებდნენ. თუმცა პორტუგალიელებს საკომპენსაციოს გადახდა მაინც მოუწევთ. უეფა-მ ქვეყნები კატეგორიებად დაყო და თუ ფეხბურთელი ტრანსფერის დროს 21 წლის ან უმცროსია, მასში ახალმა გუნდმა საკომპენსაციო უნდა გადაიხადოს, რადგან პორტუგალია უეფა-ს პირველ კატეგორიაშია, “შახტარში” გატარებული სამი სეზონისთვის დონეცკელებს 90 ათასი ევრო უნდა გადაუხადონ, ანუ ჯამში 270 ათასი”.