Image
Image
Image

მამამთავრიშვილს დისკვალიფიკაცია ემუქრება

image
  • 118
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მეორახეზელი სანდრო მამამთავრიშვილი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტზე დაიბარეს და შესაძლოა, დღეს, დისკვალიფიკაცია გამოუწერონ. განვლილი მატჩების პერიპეტიებიდან გამომდინარე, აღნიშნული ნაბიჯი სრულიად ლოგიკური გახლდათ. შეგახსენებთ, რომ მამამთავრიშვილმა ზედიზედ სამ მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
Image
სანდროს საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობის საწყის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, საფრანგეთთან 35-ე წუთზე გაასინბინეს, ირლანდიასთან – მეოცეზე, ხოლო იაპონიასთან – 59-ეზე. თუკი ქართველი მორაგბე სასჯელს ვერ გადაურჩა, სავარაუდოა, რომ მას ტურნირის დასკვნითი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ უმცროს “ბორჯღალოსნებს” ბოლო თამაში 17 ივნისს ელით, როდესაც მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას გაეჯიბრებიან.