Image
Image
Image

მხოლოდ სტატისტიკა: ნეიმარი საუკეთესოა

image
  • 113
სტატისტიკოსებმა დაადგინეს, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი, ჯერჯერობით, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა…

– ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატების ყველაზე პროდუქტიული ვარსკვლავია. 6 გოლის გასატანად მას 38 დარტყმა დასჭირდა. ლიონელ მესის – 67, კრიშტიანუ რონალდუს – 74.
– ნეიმარი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ლიდერია ბევრი მაჩვენებლით. მაგალითად, ყველაზე ხშირად ურტყამს კარში (23), ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა აქვს (12) და ყველაზე ხშირად უქმნის მომენტებს პარტნიორებს (16).
Image
– ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატების ლიდერი გახდა გოლების რაოდენობით (227). მან გერმანიას გაუსწრო (226).
– ტიტეს ხელმძღვანელობით, ბრაზილიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო 25-დან! 20 მოგება და 4 ფრე! გუნდმა 54 გოლი გაიტანა, 6 გაუშვა და 18-ჯერ ითამაშა “მშრალი” მატჩი, ანუ გოლი არ გაუშვია.
– ბრაზილია 1990 წლიდან არ აგებს არაევროპული გუნდების წინააღმდეგ.
– ამ ჩემპიონატზე ნეიმარის წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან – 22-ჯერ.
– ბოლო ორ ჩემპიონატში ნეიმარს 9 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა. უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს ხამეს როდრიგესს (10).