Image
Image
Image

ლებრონ ჯეიმსს ლოს ანჯელესში სახლი ჯერ კიდევ ზამთარში შეუძენია

image
  • 119
“ლეიკერსის” ახალწვეული ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ახალ კლუბთან 154-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ნაადრევად ემზადებოდა ლოს ანჯელესში გადასასვლელად. როგორც ფრანგული გაზეთი „ლეკიპი“ (L’equipe) წერს, ჯეიმსმა ჯერ კიდევ ზამთარში შეიძინა მდიდრული სახლი ლოს ანჯელესში, სანტა მონიკას პლაჟთან ახლოს. ეს სახლი 23 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
Image
სახლს აქვს მარმარილოს დიდი სამზარეულო, 9 საძინებელი, 11 აბაზანა, კინოდარბაზი, ბარი, დიდი სატრენაჟორო დარბაზი, საბილიარდო და აუზი.

ამასთან, ჯეიმსი უკვე ფლობს სახლს ამ რაიონში – მან ის 2015 წელს შეიძინა.