Image
Image
Image

L`Equipe - კავანი მეოთხედფინალში ვერ ითამაშებს

image
  • 119
ურუგვაის ნაკრების ფორვარდი ედინსონ კავანი ვერ მოასწრებს აღდგენას საფრანგეთის წინააღმდეგ მეოთხედფინალური მატჩისთვის, – იტყობინება ფრანგული გაზეთი L`Equipe.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფორვარდმა მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა პორტუგალიასთან მერვედფინალურ მატჩში მიიღო და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა.
Image
გამოცემის ინფორმაციით, კავანის ჯერ ისევ აწუხებს დაზინებული ფეხი და ვერ მოასწრებს საფრანგეთთან მატჩისთვის მომზადებას.

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ბოლო დღეებში არ მიუღია მონაწილეობა გუნდის ვარჯიშებში და ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა.

ურუგვაისა და საფრანგეთის მეოთხედფინალი 6 ივნისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.