Image
Image
Image

ქუთაისის „ტორპედო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა

image
  • 121
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ “შერიფთან” შეხვედრამდე, ქუთაისის “ტორპედო” ლეგიონერებით ძლიერდება.

ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ფოთის “კოლხეთთან” ქუთაისელებმა განახლებული შემადგენლობით ითამაშეს – “ტორპედოს” ფორმა პირველად მოირგეს უკრაინელმა და ბულგარელმა მცველებმა, ოლეკსანდრ აზაცკიმ და ლაზარ მარინიმ და სლოვაკმა საყრდენმა მარეკ ჰლინკამ.
Image
ამასთან, გადაწყდა, რომ “ტორპედოს” მოთამაშეთა ნაწილი დატოვებდა. პირველმა არხმა წამსვლელ ფეხბურთელთა სია დააზუსტა, ესენი არიან: მცველი გიორგი გურული, ორი შემტევი ნახევარმცველი მიშიკო სარდალიშვილი და ბიძინა მახარობლიძე და ორი საყრდენი ნახევარმცველი, ოლეგ მამასახლისი და ჯაბა ლიპარტია.

მათ გუნდთან კონტრაქტები გაწყვიტეს და ახალი გუნდების ძებნა მოუწევთ. მანამდე კი გუნდი თავდამსხმელმა ლაშა კუჭუხიძემ დატოვა, რომელიც “სამტრედიაში” გადავიდა.