Image
Image
Image

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა უმასპინძლებს

image
  • 164
2019 წელს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინის ქალაქები როსარიო და სანტა ფე უმასპინძლებენ. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბის მიერ საფრანგეთში იქნა მიღებული, სადაც 2018 წლის ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადებიან.

ცნობისთვის, არგენტინამ ახალგაზრდული მსოფლიო პირველობა უკვე მიიღო 2010 წელს, ესოდენ მცირე პერიოდში კიდევ ერთ საჩუქარში კი მსოფლიო რაგბის ვიცეპრეზიდენტის აგუსტინ პიშოს ხელიც უნდა ერიოს.

შეგახსენებთ, რომ მომავალ მსოფლიო პირველობაზე თამაში უკვე განაღდებული აქვს საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს. უმცროსი “ბორჯღალოსნები” 17 ივნისს შოტლანდიასთან მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ჩვენი გუნდი ელიტაში ზედიზედ მეოთხედ გაირჯება.

ცნობილია ისიც, რომ გაისად ქართველი მორაგბეები ჯგუფში ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას დაუპირისპირდებიან. აქამდე არსებული ინფორმაციით, 2019 წელს მსოფლიო პირველობისთვის სწორედ სქოთებს უნდა ემასპინძლათ...