Image
Image
Image

„ტორპედომ“ „რუსთავის“ ფეხბურთელები გადაიბირა

image
  • 123
პირველი არხის ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ქუთაისის „ტორპედო“ „რუსთავის“ სამ ფეხბურთელს დაიმატებდა, დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-18 ტურში „ლოკომოტივმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა. სტუმართა რიგებში ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშე არ იყო – მცველები, გუნდის კაპიტანი მამუკა კობახიძე და ლევან გეგეჭკორი, ასევე საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე.
Image
რუსთაველთა მთავარი მწვრთნელის, ვალერი კილასონიას თქმით, სამივე მათგანი ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა. სამივე მათგანს სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ნაკრებში უთამაშია, „რუსთავში“ კი ზამთარში გადავიდნენ.

ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის ჩემპიონს, ტირასპოლის „შერიფს“ 10 ივლისს ქუთაისში შეხვდება, ხოლო განმეორებითს 17 ივლისს ტირასპოლში ჩაატარებს.