Image
Image
Image

სერენა უილიამსი მერვედფინალშია, ვინუსი გავარდა

image
  • 99
უიმბლდონზე მერვედფინალისტების გამოვლენა დაიწყო. ამ ეტაპზე, თამაშის უფლება ამერიკელმა სერენა უილიამსმა მოიპოვა. შვიდგზის ჩემპიონმა საათსა და 51 წუთში ორ სეტში მოუგო ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩს – 7:5, 7:6(2).

პირველ სეტში მლადენოვიჩი ახლოს იყო მოგებასთან – 5:3 დაწინაურდა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო. მეორეში თავად გადარჩა, როცა ჯერ საპასუხო ბრეიკი შეასრულა და მე-12 გეიმში მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ტაი-ბრეიკზე დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლეგენდარულ ამერიკელს. სერენა უილიამსი მერვედფინალში რუს ევგენია როდინას შეხვდება.

მოულოდნელი შედეგები ამჯერადაც გაგრძელდა და ქალებში WTA-ის ტოპ-ათეულის უკვე რვა წევრი დაემშვიდობა უიმბლდონს. ამჯერად, წააგეს ამერიკელმა – მედისონ კისმა და ვინუს უილიამსმა.
Image
ქალები
1/16 ფინალი
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 7)-ბუზარნესკუ (რუმ, 29) 3:6, 7:6(3), 6:1
როდინა (რუს)-კისი (აშშ, 10) 7:5, 5:7, 6:4
გორგესი (გერ, 13)-სტრიკოვა (ჩეხ, 23) 7:6(3), 3:6, 10:8
ბერტენსი (ჰოლ, 20)-ვ. უილიამსი (აშშ, 9) 6:2, 6:7(5), 8:6
ს. უილიამსი (აშშ, 25)-მლადენოვიჩი (საფ) 7:5, 7:6(2)
ვეკიჩი (ხორ)-ვიკმაიერი (ბელ) 7:6(2), 6:1
ჯორჯი (იტა)-სინიაკოვა (ჩეხ) 3:6, 7:6(6), 6:2
მაკაროვა (რუს)-საფაროვა (ჩეხ) 4:6, 6:4, 6:1