Image
Image
Image

ხორვატიამ რუსეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა

image
  • 113
რუსეთი 2:2 ხორვატია (პენ. 3:4) - მატჩის საუკეთესო მომენტები
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელი ხორვატიას დაუპირისპირდა. აქამდე ორი გუნდი ერთმანეთს სამჯერ შეხვედროდა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 2015 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში, ხორვატებმა იმარჯვეს.

ამ თამაშამდე რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატზე დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა შეტევაში დიდად ვერ გამოირჩეოდნენ (მხოლოდ 9 კარში დარტყმა 4 შეხვედრაში). ხორვატიამ კი გატანილი გოლების გარდა კარში 13-ჯერ დაარტყა.

მერვე წუთზე გოლის გატანის შანსი რებიჩს ჰქონდა – მისმა თავურმა დარტყმამ ხარიხას გადაუფრინა. პირველი გოლი 31-ე წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს – ჩერიშევმა საჯარიმოს მისადგომებთან პასი მიიღო და შორეული გასროლით ანგარიში გახსნა.

ხორვატებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. 39-ე წუთზე საჯარიმოში მანჯუკიჩმა ჩააწოდა და კრამარიჩმა შეტევა ზუსტი თავურით დაასრულა- 1:1.

მეორე ნახევარში გოლის გატანის რეალური შანსი ხორვატებს მე-60 წუთზე მიეცათ, თუმცა ივან პერიშიჩის დარტყმა ძელს მოხვდა და რუსეთი ას პროცენტიან გოლს გადაურჩა.
Image
დაპირისპირების ბოლო დამატებით წუთზე ხორვატების კარისკენ სმოლოვი ურტყამდა, მაგრამ შუბაშიჩმა დამაჯერებლად ითამაშა.

თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. პირველი დამატებული ტაიმის მე-11 წუთზე ხორვატია შეხვედრაში პირველად დაწინაურდა – ლუკა მოდრიჩის ჩაწოდების შემდეგ ვიდა ყველაზე მაღლა ახტა და ზუსტი თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.

მეორე დამატებით ტაიმში ხორვატიამ უკან დაიხია და რუსებს შეტევის საშუალება მისცა. მასპინძლებმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს და 115-ე წუთზე ანგარიში მარიო ფერნანდეშმა გაათანაბრა.

საბოლოო ჯამში საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც რუსებმა ორი ააცილეს, ხორვატებმა ერთი და ყველაფერი რაკიტიჩისა და აკინფეევის დუელით დასრულდა. „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ბოლო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ნახევარფინალში ინგლისს ხორვატია დაუპირისპირდება.