Image
Image
Image

ნადალი მერვედფინალში იოლად გავიდა

image
  • 96
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი უიმბლდონის მერვედფინალში გავიდა. ესპანელმა ზუსტად ორი საათი მოანდომა ავსტრალიელი თინეიჯერის ალექს დე მინორის დამარცხებას – 6:1, 6:2, 6:4.

ნადალი დომინირებდა მთელი მატჩის განმავლობაში. პირველ ორ სეტში მან ორ-ორი ბრეიკი შეასრულა, მესამეში კი ერთი ბრეიკი იკმარა. სულ რაფას 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ხუთი შანსი გამოიყენა.
Image
დე მინორმა სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ მეტოქის მოწოდება ერთხელაც ვერ აიღო.
ნადალის ეს მოგება იმას ნიშნავს, რომ უიმბლდონის ნებისმიერი საბოლოო შედეგის მიუხედავად, ესპანელი შეინარჩუნებს ლიდერობას ATP-ის კლასიფიკაციაში.

მერვედფინალში ნადალის მეტოქე გამოვლინდება ჩეხი ირჟი ვესელისა და იტალიელი ფაბიო ფონინის შეხვედრაში.