Image
Image
Image

NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ტაილერ ჰონიკატმა სავარაუდოდ თავი მოიკლა​

image
  • 109
NBA-ის ყოფილი კალათბურთელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. როგორც ლოს ანჯელესის პოლიციაში განმარტეს, სპორტსმენმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, საუბარია „საკრამენტო კინგსის“ ყოფილ წევრ ტაილერ ჰონიკატზე.

ინციდენტი შაბათს, ღამით მოხდა. პოლიცია კალათბურთელის დედამ გამოიძახა. მისი თქმით, შვილი საეჭვოდ იქცეოდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სახლიდან ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, სახლში სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა. მათ გარდაცვლილი პირი იპოვეს, რომელსაც, პოლიციის ცნობით, თვითდაზიანების ნიშნები ჰქონდა.
Image
ჰონიკატმა კარიერა ლოს ანჯელესის უნივერსიტეტში დაიწყო. „საკრამენტო კინგსში“ ის 2011 წელს მიიღეს. 2013 წელს სპორტსმენმა აშშ დატოვა და ისრაელში გადავიდა სათამაშოდ. 2014 წლიდან მოსკოვის „ხიმკიში“ ირიცხებოდა, 2016 წელი კი მან თურქეთის კლუბ „ანადოლუ ეფესში“ გაატარა.