Image
Image
Image

ხორვატმა დომაგოი ვიდამ რუსეთთან მოგება უკრაინას მიუძღვნა

image
  • 120
ხორვატიის ნაკრების მცველმა, კიევის „დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა დომაგოი ვიდამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთთან მოგება უკრაინას მიუძღვნა.

მატჩის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ვიდა და კიევის „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი მცველი ოგნენ ვუკოევიჩი უკრაინას მიესალმებიან.
Image
„დიდება უკრაინას! მიდი! მიდი!“ – ყვირის კამერაში ვიდა. „ეს არის მოგება უკრაინისთვის და “დინამოსთვის“. ხორვატია, წინ”, – დაამატა ვუკოევიჩმა.

დომაგიო ვიდამ ორიდან ერთ-ერთი გოლი გაიტანა რუსების კარში, ასევე გამოიყენა პენალტი 11-მეტრიანების სერიაში.