Image
Image
Image

ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო) | ნაგოია ბაშო

image
  • 112
წლის მე-4 ბაშო ქალაქ ნაგოიაში დაიწყო. ამ ტურნირზე ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პირველად ასპარეზობს ოძეკის რანგში და მან პირველი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინის პირველი მეტოქე მეორე მაეგაშირა იკიოი იყო. ქართველმა სეკიტორიმ მეტოქეს მავაშში ჩავლება აიღო და იგი საყვარელი ილეთით – იორიკირით გაიყვანა ბაშოდან.
Image
ხვალ ტოჩინოშინი მეტოქე ასევე მეორე მაგეშირა ჩიონოკუნი იქნება, რომელთანაც მას დადებითი ბალანსი აქვს (5 მოგება – ერთი მარცხი).

თავისი ბრძოლა მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც, რომელიც ჯურიო დივიზიონში ასპარეზობს. მისი მეტოქე ტერუცუიოში იყო.