Image
Image
Image

ხორვატიის პრეზიდენტმა რუსეთთან გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა

image
  • 146
ხორვატიის პრეზიდენტმა რუსეთთან გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა. კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩმა Facebook-ზე შესაბამისი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ხორვატიის ნაკრების მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად მღერის და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინაlში გასვლას ზეიმობს.
Image
ხორვატიის პრეზიდენტი რუსეთთან მატჩს სტადიონზე რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან ერთად ესწრებოდა. შემდეგ კი ფეხბურთელებს გასახდელში შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

შეგახსენებთ, ხორვატიის ნაკრებმა გუშინ პენალტების სერიაში დაამარცხა რუსეთის ნაკრები და მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ინგლისს დაუპირისპირდება.