Image
Image
Image

ტოჩინოშინმა ჩიონოკუნიც დაამარცხა (ვიდეო) | ნაგოია ბაშო

image
  • 132
ნაგოია ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდა, რომელთანაც განვლილ შეხვედრებში დადებითი ბალანსი (5 მოგება, ერთი მარცხი) ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩავლება ვერ აიღო, გორგაძეს გამარჯვება არ გასჭირვებია, მეტოქე დოჰიოდან ოშიდაშით (მიწოლით) გაიყვანა და ზედიზედ მე-2 ბრძოლა მოიგო.
Image
ქართველი სეკიტორი ხვალ შოჰოზანს დაუპირისპირდება, რომელთანაც ასევე დადებითი ბალანსი აქვს (13 გამარჯვება, 5 მარცხი).

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) დღეს ორთაბრძოლა იაგოსთან დათმო და ბალანსი 1-1-ზე გაუხდა.