Image
Image
Image

პანკისში რაგბი ბრუნდება

image
  • 86
საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, სპორტი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებას გულისხმობს. სწორედ ამის ნაწილია ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობაში რაგბის აღორძინება, რომელიც სპორტულთან ერთად სოციალური პროექტიცაა. სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახმეტის რაიონს გუშინ ეწვია და ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანა.

ახმეტის გარდა, მინისტრი პირადად შეხვდა მატანში, საკობიანოში, დუისიში, ქვემო ხალაწანსა და დუმასტურში მცხოვრებ ბავშვებს, მათ პროექტის შესახებ ესაუბრა და რაგბში ჩართვისკენ მოუწოდა. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სპეციალურ ტრანსპორტს მუნიციპალიტეტი გამოყოფს, პროექტი კი სექტემბრიდან დაიწყება.
Image
საწყის ეტაპზე ვარჯიშები კვირაში ორჯერ ჩატარდება, უქმეებზე კი, ოთხივე ასაკობრივი ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოს ფესტივალებზე ივლის.

შეგახსენებთ რომ პროექტი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაფინანსების არარსებობის გამო დაახლოებით ორი წლის წინ შეჩერდა. ახლა სპორტის მინისტრის ინიციატივით, რაგბის კავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ამ პროექტმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.