Image
Image
Image

ირმა ხეცურიანის მორიგი წარმატება მსოფლიოს თასზე

image
  • 120
გათამაშებაზე ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა წარმატებით იასპარეზა. შეჯიბრიში 40-მდე ქვეყნის 200 პარასპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, სადაც ხეცურიანმა ფინალურ ეტაპზე ხმლით ფარიკაობაში ტაილანდელი მოწინააღმდეგე 15-10 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

რაპირით ფარიკაობაში ხეცურიანი საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვდა. ასეთივე შედეგი დააფიქსირა ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში ნინო თიბილაშილმა.
Image
გვანცა ზადიშვილი კი საუკეთესო 16 პარამოფარიკავეს შორისაა.

10-დან 13 ივლისამდე ნინო თიბილაშვილი საქართველოს სახელით U17/U23 (ჯუნიორები ) მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.