Image
Image
Image

როჯერ ფედერერი პირველი მეოთხედფინალისტია

image
  • 122
უიმბლდონზე მამაკაცებისა და ქალების ბადეში რვა-რვა მერვედფინალი იმართება.

კაცების ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი როჯერ ფედერერი გახდა, რომელმაც ფრანგი ადრიან მანარინო 6:0, 7:5, 6:4 დაამარცხა და ახლა, უიმბლდონზე ფანტასტიკური სერიები აქვს: ლეგენდარულ შვეიცარიელს ამ ტურნირზე ზედიზედ 32 სეტი აქვს მოგებული, აგერთვე, ზედიზედ 81 საკუთარი გეიმი არ წაუგია.
Image
პირველ სეტში ფედერერმა იდეალური ჩოგბურთი ითამაშა – ჯამში გათამაშებული 30 ქულიდან 25 აიღო და პარტია 16 (!) წუთში მოიგო. მომდევნო სეტებში შვეიცარიელმა თითო ბრეიკი იკმარა და მეოთხედფინალში გავიდა. მას ამ მატჩში მხოლოდ ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

მეოთხედფინალში როჯერის მეტოქე სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონისა და ფრანგი გაელ მონფილისის შეხვედრაში გაირკვევა.