Image
Image
Image

უიმბლდონის ქალთა ტურნირზე ყველა მეოთხედფინალისტი გარკვეულია

image
  • 119
ქალების მერვედფინალურ ეტაპზე მოულოდნელი შედეგები გაგრძელდა და პირველად ისტორიაში, მეოთხედფინალში არ იქნება WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის არც ერთი წარმომადგენელი.

TOP10-ის ბოლო წევრი, რომელიც ბრძოლას გამოეთიშა, ჩეხი კაროლინა პლიშკოვაა, რომელმაც ორ სეტში წააგო ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან – 3:6, 6:7(3). ამ უკანასკნელმა, მანამდე, ამერიკელი ვეტერანი ვინუს უილიამსი გამოთიშა ბრძოლას.

ჰოლანდიელი მუდმივად ფლობდა უპირატესობას. ორივე სეტში პლიშკოვამ შეძლო საპასუხო ბრეიკების შესრულება, თუმცა, პირველ სეტში კიდევ ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, მეორეში კი მოახერხა ტაი-ბრეიკამდე მისვლა, მაგრამ იქ შანსი არ ჰქონია.
Image
ქალები
1/8 ფინალი
ციბულკოვა (სლოვაკ)-ჰსიე (ტაივ) 6:4, 6:1
ოსტაპენკო (ლატ, 12)-სასნოვიჩი (ბლრ) 7:6(4), 6:0
კასატკინა (რუს, 14)-ვან უიტვანკი (ბელ) 6:7(6), 6:3, 6:2
კერბერი (გერ, 11)-ბენჩიჩი (შვეიც) 6:3, 7:6(5)
ბერტენსი (ჰოლ, 20)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 7) 6:3, 7:6(1)
გორგესი (გერ, 13)-ვეკიჩი (ხორ) 6:3, 6:2
ს. უილიამსი (აშშ, 25)-როდინა (რუს) 6:2, 6:2
ჯორჯი (იტა)-მაკაროვა (რუს) 6:3, 6:4
1/4 ფინალი
ციბულკოვა (სლოვაკ)-ოსტაპენკო (ლატ, 12)
კასატკინა (რუს, 14)-კერბერი (გერ, 11)
ბერტენსი (ჰოლ, 20)-გორგესი (გერ, 13)
ს. უილიამსი (აშშ, 25)-ჯორჯი (იტა).